logo
ENG



გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" ერქმევა

28 მაი 202114:47
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხვალ თავისი პარტიის პრეზენტაციას გამართავს. პარტიის სახელწოდება საქართველოსთვის იქნება. ინფორმაცია გახარიას Facebook-გვერდის ე.წ. სთორიში გავრცელდა. 

ცნობისთვის მანამდე ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია 29 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. პარტიის სახელის ერთ-ერთ ვერსიად "ვერთიანდებით საქართველოსთვის" განიხილებოდა. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. 

ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი.

გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.


close დახურვა